23 ივნისი, 2019

ნანკა კალატოზიშვილის გამოწვევა ბერას

ნანკა კალატოზიშვილის გამოწვევა ბერასმსახიობ ნანკა კალატოზიშვილის გამოწვევა მომღერალ ბერა ივანიშვილს – მსახიობმა მას სოციალურ ქსელში პოსტების წერის სანაცვლოდ ახალგაზრდებთან მისვლა შესთავაზა:

“3 დღეა ვერ ამოვდივარ ამ სცენაზე, იმიტომ რომ მგონია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დადგე აქ და ელაპარაკო ადამიანებს. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ყველანი ამას ვგრძნობთ, იმიტომ რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ვუვლით და ძალიან მინდა, რომ პოლიტიკოსებიც ასეთები იყვნენ.

წარმოუდგენელია, ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც უკვირთ რომ ჩვენ აქ ვართ. რანაირად ვიცხოვრეთ ზოგადად ეს პერიოდი, რომ ამდენი გაგვიბედეს. ეს ხომ ერთ დღეში არ მოხდა, ეს დაგროვდა – რაღაცეები გავატარეთ, გავატარეთ, გავატარეთ და უცებ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და დავინახეთ ეს საშინელი ადამიანი ჩვენივე პარლამენტში. გვაგრძნობინეს თავი რუსულ გუბერნიად. მსგავსი პირადი შეურაცხყოფა არ ვიცი როგორ უნდა მოგაყენონ.

3 დღეა ძალიან უცნაურად იქცევიან ჩვენი პოლიტიკოსები, პირადად არც მიკვირს ამ ქმედების მერე. მგონია, რომ დროს წელავენ. ეს პრინციპის ამბავია, აქ უნდა ვიდგეთ ბოლომდე, იმიტომ რომ სავარაუდოდ ამაში გვეჯიბრებიან. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და კიდევ უფრო ბევრი მოვა.

მათი ერთადერთი არგუმენტი არის სხვა მთავრობის ცუდი ქმედებები, რომელიც ვიცით, გვახსოვს, არაფერი არ დაგვვიწყებია, შეხსენება ნამდვილად არ გვჭირდება, მაგრამ სხვების შეცდომები მათ არ ამართლებს. არანაირი უფლება არ აქვს მთავრობას, ის რაც სხვამ დააშავა, იგივე გააკეთოს.

ჩვენ ანტიოკუპაციური დამოკიდებულებით მოსული ადამიანები, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ერთმანეთი, ამის გამო ინადირეს ჩვენზე, ამას სხვა რა უნდა დაარქვა. ეს არის ნადირობა და გარდა იმისა, რომ საკუთარი პროტესტი მაქვს, რის გამოც აქ მოვედი, ჩვენ შეგვარცხვინეს მსოფლიო მასშტაბით და მათი მოჯმულის მოსაწმენდად ვართ აქ მოსული. უკაცრავად, ვეცადე კორექტული ვყოფილიყავი.

3 დღეა ველოდებით პასუხს, ბატონო გახარია, მსახიობი ვარ, მაგრა ვეცადე, ვცდილობ გაგამართლოთ, მაგრამ გამართლება ვერ გიპოვეთ, ბოდიში ვერ გიშველით, უნდა გადადგეთ, სხვა გზა არ არის. ჩვენ ძალა გვეყოფა და აქ ვიდგებით ბოლომდე.

ძალიან ბევრი იძახის, რომ ეს ადამიანები არ შეიკრიბებოდნენ აქ თუნდაც პროპორციული არჩვნების მოსათხოვად. პროპორციული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ხმები უნდა დაფიქსირდეს, ჩვენი ხმები არ უნდა მოიპარონ, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ ეს არის.

ის ადამიანები, რომლებიც ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ღირსებას, ისინი დაპატიმრებულები არიან და გამოუშვით!

ბერა, შენ თუ რამის თავი გაქვს, უბრალოდ პოსტები არ გიშველის, მოდი აქ და გააკეთე შენი საქმე!”