21 ივნისი, 2019

მოუსმინეთ ალეკო შუღლაძეს

მოუსმინეთ ალეკო შუღლაძესმწერალ ალეკო შუღლაძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე სწორი პოზიცია აქვს:

“სხვა ადამიანები უნდა ვიპოვოთ!

გულწრფელი ხალხი უნდა ვიპოვოთ, ვინც არ გაიყიდება! ვისაც ფული და ძალაუფლება დედას არ უტირებს.

ამათი ამბავი გასაგებია, ამათი საქმე წასულია, ეგ ისედაც ვიცოდით. ერთი იგივე რაღაცების წერა საჭირო არ არის. ჩვენ მართლა ვიცით, ვინ ვინ არის.

ესენი განწირულნი არიან, როგორც ისინი იყვნენ განწირულნი და კიდევ მანამდე ვინც იყო, დამპალი ხელისუფლების ბევრი თაობა. ზოგს დაიჭერენ, ზოგი გაიქცევა, ზოგი აქვე სადმე დაიმალება და მერე ტრანსფორმირდება.

ეს არის საუკეთესო დრო მათთვის, ვისაც ველოდებით ამდენი წელია.

ამიტომ ახალი ადამიანები უნდა ვიპოვოთ. შეუძლებელია, რომ საქართველოში ვერ ვნახოთ. ვინმე ახალი თაობიდან, ან თუნდაც ძველიდან, ვისაც შემორჩა ადამიანებზე ზრუნვის სურვილი, კეთილი ხედვა, გონიერი მსოფლხედვა, სიყვარულის განცდა.

თუ ასე არ მოვიქცევით, ისევ ბოროტები მოვლენ, ისევ დაგვჩაგრავენ. აზრი არ ექნება ამ წინააღმდეგობას. თავის დინებაზე ვეღარ მივუშვებთ!

ისინი ჩვენ გვაწამებდნენ, დაგვცინოდნენ და ახლა ჩვენს შვილებს მიადგებიან. რაღაც კასტაა ასეთი – დემონების. გესმით?! უკვე მიადგნენ და კიდევ 100 წელი დაჩაგრავენ, გააწამებენ, უფლებას თუ მივცემთ.

უნდა მოვიფიქროთ, როგორ ვიპოვოთ ნამდვილი ადამიანები. დღესვე დავიწყოთ ამაზე ფიქრი, ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ბოლო პერიოდი მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.

ძველი აღარ, არც იმაზე ძველი, არც ძველზე ძველი, არამედ რაღაც სხვა.
რაღაც ახალი! ყველა სფეროში! ახალი სისხლი გვინდა მთელ სხეულში!”