2 ივნისი, 2019

მიხეილ ზაქარიაშვილის თხოვნა საზოგადოებას

მიხეილ ზაქარიაშვილი: "პასუხს გაგებინებთ ჩემი ოჯახის ასეთ გამწარებისთვის!"მიხეილ ზაქარიაშვილის თხოვნა საზოგადოების ყველა ფენას ეკუთვნის და ის არაერთი ცნობილი სიმღერის და ლექსის ავტორს ზურა გოშაძეს უკავშირდება:

“აბა, მეგობრებო! ,,მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე” – ეს წინადადება ზურას ლექსიდან გახლავთ! ამ სიმღერის და კიდევ უამრავი ლამაზი სიმღერების და ლექსების ავტორს, ჩემს გულითად მეგობარს ზურას დავუდგეთ მეგობრულად გვერდით!

მარტო ლხინში ხომ არ ვართ მაგრები? გეპატიჟებით, ხალხო, 10 ივნისს უამრავი მომღერალი და კომპოზოტირი გამოვა თქვენს წინაშე, გაიჟღერებს ახალი და ძველი ჰიტები, ახალი თაობის და ძველი თაობის მომღერლები ერთად გამოვლენ სცენაზე, ცოტა სევდიანი, მაგრამ დიდი ხელოვნების ზეიმი გელოდებათ! თან ისიამოვნებთ, თანაც ამ უმაგრეს ადამიანს დაეხმარებით, აბა, გელოდებით.

10 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის მუსიკალურ ცენტრში კუს ტბის ასახვევთან განსაკუთრებით თბილისის ბეღურებს ველოდები. თხოვნა მაქვს თქვენთან, მეგობრებო, დასწრება თავისუფალია, მაგრამ თან იქონიეთ თანხა, რომლითაც გინდათ, რომ ამ ადამიანს გულით დაეხმაროთ, თუნდაც მცირედით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია! დარბაზში იქნება სპეციალური ადგილი და იდგება ყუთი, სადაც შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ჩვენს მეგობარს! წინასწარ დიდი მალდობა.”