მიბაძეთ ნინო სურგულაძეს!

მიბაძეთ ნინო სურგულაძეს!ოპერის მომღერალს ნინო სურგულაძეს თავისი სამშობლო რომ ძალიან უყვარს, ეს არაერთხელ დაამტკიცა.

ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს იგიიტალიიდან გამოეხმაურა და კამპანიას “იმოგზაურე საქართველოში” შეუერთდა.

ნინო სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოება საქართველოში მოიწვია.

ქართველი მეცოსოპრანო აღნიშნულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული ერთადერთი საოპერო მომღერალი იყო.

“საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში,” – განაცხადა ნინო სურგულაძემ.

ფესტივალი ტაორმინას უძველეს და ულამაზეს ამფითეატრსა და სხვა ლოკაციებზე ყოველწლიურად ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი და საუკეთესო მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ნობელიანტები და პულინცერის პრემიის ლაურეატები, ოსკაროსნები და სხვა მსოფლიო ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები. ტარდება საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაციები, სპექტაკლები და კონცერტები და ამ ყველაფრის სანახავად ქალაქში მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ჩადის.