21 ივნისი, 2019

ლუკა ზაქარიაძე: “ჩვენ მაინც მოვიგებთ ომს!”

ლუკა ზაქარიაძე: "ჩვენ მაინც მოვიგებთ ომს!"“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული მომღერალი ლუკა ზაქარიაძე დარწმუნებულია, რომ ის და მისი თანატოლები მაინც მოიგებენ ომს:

“მიუხედავად იმისა, რომ შენ თვალი დაკარგე, უფრო კარგად ხედავ დღევანდელ უფსკრულებს, ვიდრე ის ჯალათი, რომელმაც დაგიმიზნა.

მიუხედავად იმისა, რომ შენ კიდური დაგისახიჩრეს, უფრო კარგად მოიხმარ აღმშენებლობაში, ვიდრე ის ჯალათი, რომელმაც გამოჰკრა ხელი სასხლეტს.

მიუხედავად იმისა, რომ შენ წყალის ჭავლი მოგასხეს, უფრო გსიამოვნებდა უკანა რიგებიდან გადმოწოდებული წყალი, თუნცად ორი ყლუპი, რადგან მართლა გწყუროდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაგვშალეს, გვსდიეს, დაგვარბიეს – ჩვენ მაინც მოვიგებთ ომს! არა რუსეთს! არა ძალადობრივ სისტემას! გამოდი!”