15 ივნისი, 2019

ლეგენდარული ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალალეგენდარული რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

იტალიელმა რეჟისორმა, მხატვარმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა მსოფლიო კულტურაში თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა.

თეატრსა და კინოში ძეფირელიმ შექმნა სპექტაკლები და ფილმები, რომელთა უმრავლესობამ მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მისი ფილმი ”რომეო და ჯულიეტა” მაინც იტალიელი ხელოვანის სავიზიტო ბარათად იქცა.