29 ივნისი, 2019

ლაშა თაბუკაშვილის თხოვნა ახალგაზრდებს

ლაშა თაბუკაშვილის თხოვნა ახალგაზრდებსმწერალ ლაშა თაბუკაშვილის თხოვნა ახალგაზრდებისადმი კი არის მიმართული, მაგრამ მისი გათვალისწინება არც უფროსი თაობის წარმომადგენლებს აწყენდათ.

სპეციალური მიმართვა მან მწერალთა სახლში გააკეთა და წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმება გააპროტესტა:

“ეს არის უმსგავსობა, მწერლებს არ გვეკითხებიან ჩვენს სახლში რატომ მიგვიხარია, ან რატომ არ მიგვიხარია, როდესაც ვიღაც ჩინოვნიკი მიწყვეტს მე ყველანაირ თაობაში ნაცხოვრებს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებსაც არ გვინდა დავთმოთ ელემენტარული ადამიანური და პროფესიული თავისუფლება.

როცა პროფესია გვიქციეს ჰობად. ჩვენ ჩვენი პროფესიით თავს ვეღარ ვირჩენთ და სიტყვა წარმატებულიც კი შემზიზღდა. უამრავი წარმატებული მწერალია, მაგრამ თვიდან თვემდე ვერ გააღწევს. მწერლებს რამდენიმე ოაზისი დაგვრჩა…

ჩვენ ერთად უნდა განვუცხადოთ, რომ არსებობს რაღაც, რასაც ვაჭრის და პოლიტიკოსის ხელი ვერ შეეხება. სარაჯიშვილმა ეს სახლი აჩუქა მწერლებს. მწერლებმა ეს სახლი მიანდეს ნატა ლომოურს და დათა მისს. ჩვენ უამრავი მშვენიერი საღამო გვახსოვს აქ. მშვენივრად მუშაობდა დეა მეტრეველიც და სადამდეც მივიდა საქმე, ვნახეთ. ფრანკფურტი ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბის მწვერვალია…

ახალგაზრდებს ვთხოვ ერთ რამეს – არ მისცეთ თქვენი თავით მანიპულირების უფლება. ეს არის ჩემი მოთხოვნა – არც ტელევიზიას, არც პოლიტიკოსს, მშობელსაც კი, იქ, სადაც თქვენი პოზიციაა, თქვენი პროფესიული სინდისია, თქვენი პროფესიული და ადამიანური სიამაყეა…

ეს არის ჩემი თხოვნა და როგორ გამოგვიყენებთ, რა პირობებში… შეიძლება მაინცდამაინც მიტინგებზე ვერ გამოგყვეთ, მაგრამ ერთი ყურის აწევა კიდევ შეგვიძლია და იცოდნენ მინისტრებმა, სულ ერთია რისი მინისტრიც არ უნდა იყოს, რომ ბევრი ყოფილი მინისტრი მინახავს, მაგრამ ყოფილი მწერალი ჯერ არ მინახავს.”