25 ივნისი, 2019

ხმა მიეცით მუცოს!

ხმა მიეცით მუცოს!მუცოს თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა სჭირდება.

მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციამ, როგორც წლის საუკეთესო საკონსერვაციო პროექტმა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო!

დაჯილდოებაზე გამოვლინდება პრიზის “საზოგადოების რჩეულის” მფლობელიც. 15 სექტემბრის ჩათვლით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მუცოს ვუგულშემატკივროთ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხმის მიცემა  https://vote.europanostra.org/

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას:
ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;
პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენს მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე – 1 ქულას;
თქვენი არჩევანის გაგზავნამდე სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები.
ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.
ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დადასტურდეს. (შეტყობინება შეამოწმეთ “სპამ”-ის ველშიც;
ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი;
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.