ჯემალ ქარჩხაძე პოპულარობაზე

ჯემალ ქარჩხაძის აღსარებამწერალი ჯემალ ქარჩხაძე პოპულარობას თავის ჩანაწერებში ასე განმარტავს:

“პოპულარობა და სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი არსებობდეს, რითაც პოპულარობა გაიზომება?

პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე, პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ, ვისაც მოსწონხარ, სწორედ მასა აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.”