ივანე მაჩაბელი – უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერალი

ივანე მაჩაბელი - უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერალიმწერალი და მთარგმნელი ივანე მაჩაბელი 44 წლის ასაკში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ ამბავთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა რომელია მათ შორის მართალი, რთული სათქმელია.

ერთი ვერსიით, შემოქმედი სასიყვარულო სამკურთხედს შეეწირა, მეორე ვერსიით – შურისძიების მსხვერპლი გახდა, მესამე ვერსიით კი – თავად გადაწყვიტა ასე დაესრულებინა სიცოცხლე.

პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა ივანე მაჩაბელის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ემოციური ლექსი მიუძღვნა:

“იქნებ მტკვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის,
როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა,
რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,
არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა.
თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,
რა ყოფილა ბედი ოხერტიალი –
არ აღირსა სამშობლოში საფლავი!
იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ,
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,
რად უყვარდა საქართველო ესოდენ –
გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა…“