15 ივნისი, 2019

ილია ჭავჭავაძის გავერანებული ბარელიეფი ქუთაისში

ილია ჭავჭავაძის გავერანებული ბარელიეფი ქუთაისშიილია ჭავჭავაძის სიყვარული ქართველებს მხოლოდ სადღეგრძელოებში შერმოგვრჩა. ამის დასტურია ქუთაისში მდებარე მისი ბარელიეფი, რომელიც სრულიად გავერანებულია.

ჯაბა ვაშაყმაძე:

“უყვართ საქართველოში ილია, განსაკუთრებით ქუთაისში…

რამდენჯერ ჩაუარეთ გვერდი ქოცებო, კიდევ რამდენჯერ ჩაუვლით?!
ნაციონალური პარტიის მმართველობის დროს ეს ძეგლი გაქურდეს, მწერლის პროფილი მოიპარეს (ბრინჯაო), ერთ კვირაში აღადგინა ჩემმა ნაცნობმა მოქანდაკემ.

ახლა ის მოქანდაკე გადახვეწილია ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად…
ქუთაისის მერს რა უნდა უთხრა, ეგ მკვდარს და ცოცხალს ვერ არჩევს ერთმანეთისაგან და ამ ძეგლზე იტყვის რამეს?

და ათასჯერ მაინც ექნება გვერდი ჩავლილი.
დღესაც ჩაუვლის,
ხვალეც,
ზეგაც,
და იაროს, იაროს, იაროს,
ამინ!”