21 ივნისი, 2019

გრიბოედოვის მსახიობმა აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგა

გრიბოედოვის მსახიობმა აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგააფხაზეთიდან დევნილმა, გრიბოედოვის თეატრის მსახიობმა დემეტრემ აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგა.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა გაავრცელა:

“მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს, აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგაო. იმედი მაქვს გადაურჩება..

ვუყურებ და ვფიქრობ: დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია ჩემთვის!!! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს!

მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი…!!! მამაჩემიც ამან იმსხვრეპლა სოხუმში.. აეროპირტში დაბომბვისას ჩვენი, ბავშვების ევაკუაციის დროს, მას ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა…

და ეს ყველაფერი არ მთავრდება ჩვენს ქუჩებში!”