გიორგი კეკელიძე: “მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!”

გიორგი კეკელიძე: "მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის:

“შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას – მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.

ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც – ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს – ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.

კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს – არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება – კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა – აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება: “ეჰ, რა თაობა მოდის!”

მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:

“მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!”