4 ივნისი, 2019

გიორგი გვარჯალაძე: “აივნიდან გადაფრინდა ჩემი შხვართალა ლენო”

გიორგი გვარჯალაძე: "აივნიდან გადაფრინდა ჩემი შხვართალა ლენო"პროდიუსერი და კომპოზიტორი გიორგი გვარჯალაძე თავს დამტყდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს:

“ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ…

წუხელ ღამე აივნიდან გადაფრინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ლამაზი შხვართალა ლენო…”

მისი გოგონა – ლენო ლუქ მოდელ მენეჯმენტის მოდელი იყო. მან ფეისბუქში უკანასკნელი ჩანაწერი დატოვა, რომელიც გარდაცვლილ მეგობრებს მიუძღვნა:

“ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს.
ყველაზე მეტად მიყვარხართ.
ყოველთვის მეყვარებით.
დამელოდეთ.
არსად წახვიდეთ.
მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.
ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას.
მენატრებით.”