28 ივნისი, 2019

“ეს სატანიზმია!” – სოსო პავლიაშვილი თბილისში მიმდინარე აქციებზე

"ეს სატანიზმია!" - სოსო პავლიაშვილი თბილისში მიმდინარე აქციებზე“ეს სატანიზმია!” – ასე აფასებს მომღერალი სოსო პავლიაშვილი თბილისში მიმდინარე პროცესებს და აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს შეშლილებს და ზომბირებულებს უწოდებს:

“ეს სატანიზმია, წმინდა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს ამბობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ჰუმანიზმთან, დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან.

ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება.

მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ ზიზღს რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ და რუს და ქართველ ხალხს შორის. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? აქეზებენ, აი, ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და შეკითხვებით რუსეთ-საქართველოს შორის მომავალ ურთიერთობზე.

ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს.

ქართულ რესტორნებში რუსებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა და შეთანხმებაა და მეტი არაფერი. შეიძლება, ამ ხალხს ვინმე უხდის, სხვა მიზნები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მათ დონეზე უნდა დაეცეთ. ადამიანების ნაწილს უბრალოდ უთხრეს: ეს ჩვენი მტერია, ეს კი ჩვენი მეგობარი. თუმცა, ეს სიტუაცია მთელ მსოფლიოში ასეა, არამხოლოდ საქართველოში.

გახსოვთ, როგორ მიდიოდნენ ტვერსკზე ადამიანები და ნაცისტების ლოზუნგებს სკანდირებდნენ? ისინი უბრალოდ ასე აღზარდეს. მაგრამ, სად არიან ახლა ისინი? ეს ცეცხლიც კი არ არის, ეს არის უბრალოდ, რაღაც გაელვება, ასანთი აანთეს და სულ ეს არის. ჩვენ ეს კი არ უნდა გავაღვივოთ, პირიქით, უნდა ჩავაქროთ.

თუ ჩვენ პროვოკაციების მხარდაჭერას გავაგრძელებთ, ამას დასასრული არ ექნება. 90-იანებში საქართველოში აფხაზეთიდან ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან გაასახლეს. აქ სულელურად მოიქცა როგორც ერთი, ასევე მეორე, მესამე და მეხუთე მხარეც. ხალხს ამ დრომდე არ შეუძლია სახლში დაბრუნება. სწორედ ასეთი სიტუაციები ერთი მეორეს მიჰყვება და საბოლოდ ერთ მომენტში იფეთქებს.”