26 ივნისი, 2019

ეკა კვალიაშვილი კუთვნილ ჰონორარს ითხოვს

ეკა კვალიაშვილი კუთვნილ ჰონორარს ითხოვსმომღერალი ეკა კვალიაშვილი კუთვნილ ჰონონარს ითხოვს. საუბარია 28 მარტს კახეთში ჩატარებულ კონცერტზე, რომლის ჰონორარიც მომღერალს ამ დრომდე არ მიუღია. ამის მიზეზი კონცერტის პროდიუსერის გაკავება გახდა:

“უკომენტაროდ დავტოვებ ამ ყველაფერს.

მე ანგარიშზე ამ წამს 19 თეთრი მაქვს… ველოდები, რომ დამიბრუნდეს (მე რა შუაში ვარ საერთოდ) ჩემი კუთვნილი ჰონორარი, რომელიც უნდა ჩაერიცხა ჩემთვის კახეთის რეგიონში დაგეგმილი კონცერტების პროდუსერს, რომელიც არ ვიცი, რაღაც სხვა მიზეზების და გამო დაიჭირეს იმ დღეს, როდესაც ჩემი კუთვნილი ჰონორარი უნდა გადმოერიცხა ჩემთვის.

კონცერტი 28 მარტს ჩავატარე და შესაბამისი დოკუმენტაციაც მაქვს, გაიყინა პროდიუსერის ანგარიში და ჩემი თანხაც შესაბამისად. გაარკვიეს, მუნიციპალიტეტმაც მისწერა და მაინც ვერ ვეღირსე ჩემს ჰონორარს, სამწუხაროდ, ვერც ბინას და ჯანმრთელობა კი ამდენ ნერვიულობაში რაც წლებია ხდება… არ ვიცი, მოკლედ. მინდა დავსვა კითხვა! როდემდე?”