დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის ოჯახს ემუქრებიან. ამის მიზეზი ალექსის საპროტესტო აქციებზე სიარულია:
“მამაჩემი დიდი ხანია რკინიგზაში მუშაობს. დღეს დაუბარებიათ და უთქვამთ, გავიგეთ შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკე რა, არ უნდაო. მამაჩემს უპასუხია, რომ ზრდასრულია და თავისი აზრი აქვსო. ნუ მაინც გადაეციო, არ უნდაო, თორემო…
ჰოდა, აი, გადმომცა. ნუ გავიგე. არ მეტყოდა თვითონ. სახლში შეატყვეს ეტყობა ნერვიულობა და ჩაეკითხნენ, თორემ ჩვენ თვეში ორჯერ თუ ვნახავთ ერთმანეთს და ახლა რა მაინტერესებს? ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? როგორ გამიბედეთ მე ან ჩემს ოჯახს? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე.
რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფასს წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?”