30 ივნისი, 2019

დიტო ცინცაძის მიმართვა ახალგაზრდობას

დიტო ცინცაძის მიმართვა ახალგაზრდობასრეჟისორი დიტო ცინცაძე იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც 20 ივნისიდან ყოველდღე რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს მართავენ:

“მინდა სრული სოლიდარობა გამოგიცხადოთ, მართლა ვამაყობ თქვენით, იმიტომ რომ თქვენი სამართლიანი პროტესტი არის აბსოლუტურად გამართლებული.

ის, რაც პარლამენტში მოხდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ. როგორ ვერ ხვდება ხელისუფლება და პოლიტიკოსების მთელი სპექტრი, ერთხელ და სამუდამოდ როგორ ვერ დავადგინეთ ის, რომ პუტინის რუსეთი არის ჩვენი მტერი და მან დაიპყრო ჩვენი ტერიტორიის 20%.

რა ურთიერთობაზეა, რა პარლამენტარების დაპატიჟებაზეა და პლუს მათი ჩვენი პარლამენტის შენობაში შეთრევაზეა საუბარი. ეს ხომ ან შეცდომაა, ან დანაშაულია?!

ახალგაზრდები, რომლებიც შეშფოთდნენ ამ ფაქტით, გამოვიდნენ გარეთ მშვიდობიანი პროტესტისთვის და ამისათვის დაისაჯნენ. უკვე მერამდენედ ხდება ახალგაზრდების დარბევა.

დეტალები შეიძლება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩემი თაობის პოლიტიკოსები ნელ-ნელა უნდა ჩამოგვცილდნენ… ჩვენ ისეთი ცხოვრება გვაქვს, ისეთი რამ გვინახავს, რომ ჩვენ თავისუფლები ვერ ვიქნებით. მივცეთ საშუალება ახალგაზრდებს, რომ თავისი განათლება, თავისი ნიჭი, თავისი სისუფთავე, რაც ჩვენ აღარა გვაქვს, გამოიყენონ და ააშენონ მართლა ცივილური, კარგი, ბედნიერი საქართველო. მივცეთ მათ ამის შესაძლებლობა, კი არ დავსაჯოთ და კი არ ვეჩხუბოთ მათ…

სრულ სოლიდარობას გიცხადებთ თქვენს მშვიდობიან პროტესტში და ძალიან მიყვარხართ!”