1 ივნისი, 2019

”დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“

რეზო გაბრიაძე: "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“რეჟისორი, მხატვარი და სცენარისტი რეზო გაბრიაძე მიიჩნევს, რომ ბედნიერების დაჭერა შეუძლებელია:

“შეუძლებელია ბედნიერების დაჭერა. როგორც კი დაიჭერთ – ხელში პეპლის ფრთების მტვერიღა შეგრჩებათ. ბედნიერების შეგრძნება მხოლოდ მოგონებებშია. როგორც კი მასზე გაიფიქრებ – უკვე აღარც არის, ფოტონივით – მხოლოდ მოძრაობაშია, გააჩერებ და აღარ არსებობს“.

„დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს.“

„მე თავად ისეთი იუმორი მიყვარს, რომელსაც ხუთი–ექვსი წლის შემდეგ იგებ“.

„მიგნებები და გამოგონებები შემოქმედების ყველაზე მთავარი მტრებია“.

„არ მიყვარს ხალხი, რომელიც წარსულში იფურთხება, ისევე როგორც მომავალში ჩამფურთხებელი“.

„ჩემს ახალგაზრდობაში თბილისი-ვალეს მატარებლის საერთო ვაგონში შესანიშნავი გამცილებელი იყო, რომელიც მსოფლიო კონსტიტუციას წერდა. გამცილებლებს შორის პოეტებსაც შეხვდებით. სხვათა შორის, მის მსოფლიო კონსტიტუციაში ეწერა, რომ ადამიანები და ხალხები ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იქცევიან რბილი ვაგონის კართან და არა როგორც საერთო, პლაცკარტის ვაგონთან. მან ეს შეამჩნია. მოდით გავითავისოთ გამცილებლის ეს დიადი სიტყვები“.

ნინელი: – „ჩვენი სიყვარული როგორ შეიძლება! შენ ფრინველი ხარ, მე კი ადამიანი. გაიხსენე დარვინის კლასიფიკაცია!“
ბორია: – „რა ესმოდა დარვინს ნამდვილი სიყვარულის!“