ბრიჯიტ ბარდო – მსახიობი განუმეორებელი ფრანგული სილამაზით

ბრიჯიტ ბარდო - მსახიობი განუმეორებელი ფრანგული სილამაზითფრანგი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ბრიჯიტ ბარდო ასაკის მიუხედავად, ისევ ულამაზესია და ისევ ისე პოპულარულია მაყურებელში, როგორც ახალგაზრდობაში.

როგორც თავად ამბობს, ის მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობს და კინო მისთვის აღარაფერს წარმოადგენს.

“არტინფო” გთავაზობთ მსახიობის ციტატებს მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან:

“ქრება ახალგაზრდობა, ქრება სილამაზე, ქრება ყველაფერი, მაგრამ თუ ქალს შეუძლია მამაკაცის სიყვარულს თანაუგრძნოს, ის მუდამ მშვენიერი იქნება… ასაკის მიუხედავად!”

“ცოლქმრობა არის კონტრაქტი, რასაც ყოველდღე გადასინჯვა და ხელახალი დამტკიცება სჭირდება.”

“არ არსებობს იმაზე ძნელი სამუშაო, როცა ცდილობ, ლამაზად გამოიყურებოდე დილის რვა საათიდან შუაღამემდე.”

“წარსული ჩემთვის არ არსებობს… მე ერთი დღით ვცხოვრობ.
ერთადერთი, რასაც ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, არის ის, მოცემულ მომენტში რასაც ვაკეთებ.
ახლა მე მხოლოდ დღევანდელობით ვცხოვრობ, კინო ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს, მე ის მხოლოდ მახსოვს.”

“ეს ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენ ყველა ერთმანეთს ლოგინში ვხვდებით.”

“ალენ დელონი?
იგი დაინტერესებილი იყო მხოლოდ იმით, თუ როგორ იყო განათებული მისი სახე და მისი სათუთი ცისფერი თვალები და სულ არ აღელვებდა პარტნიორი ქალები. ალენი ლამაზი მამაკაცია… მაგრამ ჩემს სასტუმროში ლუდოვიკო XVI სტილის კომოდი რომ დგას, ისიც ლამაზია.”

“მე მგონია, რომ მამაკაცები თაყვანს მცემდნენ, როცა პოპულარული ვიყავი და ეს თაყვანისცემა მეკუთვნოდა არ მე, არამედ ჩემს გარეგნობას, უფრო სწორად იმას, რომ მე მერქვა ბრიჯიტ ბარდო. ხოლო თავად მე და ჩემი პიროვნება არ მგონია, რომ ვინმეს ოდესმე ჰყვარებოდა”.

“მთელი მსოფლიო ან არაფერი!
ნუთუ იმის გააზრება, რომ შენ ნახევარ მსოფლიოს უყვარხარ, ნუგეშს განიჭებს?! ნახევარი მსოფლიო არაფერია ჩემთვის… მე ერთადერთი რამ მჭირდება ამქვეყნად – მყავდეს გვერდით მამაკაცი, ვისაც დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ვეყვარები! მე ვითხოვ ყველაფერს, ან არაფერს.”

“რეპორტიორმა ერთხელ მკითხა, თუ რას ვფიქრობ თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის შესახებ:
– ქირურგს, – ვუპასუხე – დღეს შეუძლია ადამიანის ცხვირს ყველაფერი გაუკეთოს, რაც მოესურვება, ალბათ, ერთი რამის გარდა, მას არ შეუძლია გადააჩვიოს ცხვირი სხვის საქმეებში ჩარევას.”

“მოღალატედ ყოფნა სჯობს, ვიდრე ერთგულება, რასაც ყოფნის სურვილი არ ახლავს.”
“ჩვენს დროში საკმარისია მამაკაცთან ნახევარი წელი იმეგობრო და შენ უკვე პატარძლად გაცხადებენ.”
“ყველაზე ლამაზი დღე ჩემი ცხოვრებისა იყო ღამე.”

“მე იმდენად მადლიერი ვარ ჩემს მიერ განვლილი წლებისა, რომ მზად ვარ საკუთარ თავს მუხლზე დავუდგე.”

“რაც უფრო მეტად ცდილობენ ქალები გათავისუფლებას, მით უფრო უბედურნი ხდებიან ისინი.”

“თუ ხანდახან გაწითლება მიწევს, ეს მხოლოდ სიამოვნების გამო ხდება.”

“სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.”