17 ივნისი, 2019

ბესიკ ნემსაძე საპროტესტო აქციებს ითხოვს

ბესიკ ნემსაძე საპროტესტო აქციებს ითხოვსმომღერალი ბესიკ ნემსაძე საპროტესტო აქციებს ითხოვს და საზოგადობას მოუწოდებს საშუალო ხელფასი – 300 ლარი გააპროტესტოს:

“ღამის კლუბის დაშლაზე რო გამოხვედით და ტვინი წაიღეთ, ეხლაც რომ არაფრის მომცემ აქციებს ატარებთ იმიტომ, რომ ეს ხალხი ოდითგანვე იყო და იქნებიან ასეთები, რატო მაშინ არ გამოდიხართ და არ აპროტესტებთ საშუალო ხელფასი 300 ლარი რომაა და ხალხს პურის ფულიც არ აქვს?!

რატო მაშინ არ ატარებთ აქციებს, ვიღაც ოკუპანტის ხუილოს მხარდამჭერი აქციებს რომ გვიწყობს ქალაქებში?!
რატომ მაშინ არ ატარებთ აქციებს, როცა საკუთარი შვილები მშივრები სხედან სახლში?!

გადავიქეცით არაფრის მაქნის ერად, საზოგადოება კი არა ბრბო ვართ და მეც თქვენთან ერთად ამ ბრბოში შევდივარ, იმპოტენტენტი ერი ვართ, არ ვიცით რეალურად რა არის ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა…

ასეთ ბრბოს არ გვაქვს მომავალი.”