არაჩვეულებრივი იდეა ვაკის პარკთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ვაკის პარკთან დაკავშირებითვაკის პარკთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა იდეა არსებობს.

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ამ საკითხთან დაკავშირებით იდეას ავრცელებს, რომლის განხილვაშიც საზოგადოების ჩართვა სურს:

“იდეა განსახილველად საზოგადოებისთვის

ვაკის პარკის და კასკადის რეაბილიტაცია იწყება – როგორც კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს, მინდა წარმოგიდგინოთ იდეა და ვიცოდეთ საზოგადოების აზრი ამის შესახებ, ეს არაა ერთი და ორი ადამიანის გადასაწყვეტი…

კასკადის რეაბილიტაციის შემდეგ ჩნდება საშუალება, რათა უცნობი ჯარისკაცის საფლავსა და კასკადს შორის მიწის ქვეშ გამოთავისუფლდეს დაახლოებით 1950კვ.ფართი.

იქნებ სწორი იქნება გამოვიყენოთ ეს ფართი, რომ მიწის ქვეშ (ლუვრის ჩასასვლელი გავიხსენოთ) მოეწყოს ქართული საბრძოლო გმირობის ისტორიის მუზეუმი. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნებოდა საქართველოს ისტორიის მანძილზე არსებული სამხედრო მატიანე, დაწყებული ფარნავაზ მეფიდან და დამთავრებული 2008 წლის რუსული აგრესიით. ქართული საბრძოლო ხელოვნების, გმირების თუ ბრძოლების ინტერაქტიული წარმოდგენით მნახველს ექნებოდა საშუალება ენახა, რა დიდებული ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩატარდება ლექციები და შეხვედრები მოსწავლე ახალგაზრდობასთან.

მუზეუმი უმასპინძლებს ახალგაზრდობას სკოლებიდან, ადგილობრივ მნახველებს, ტურისტებს, სახელმწიფო დელეგაციებს…

მუზეუმის დიდი შემოსავალი მოხმარდებოდა ვაკის პარკს, რაც ძალიან დიდი შვება იქნება მერიისთვისაც, რომელსაც პარკის მოვლა-პატრონობაზე აღარ მოუწევს თანხის დახარჯვა.

გარედან ამ ადგილს ცვლილება არ დაეტყობა, ანუ ვაკის პარკის ისტორიული იერსახე სრულიად უცვლელი დარჩება, ვინაიდან ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამავე დროს ჩვენ, ერთის მხრივ, პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს და, მეორეს მხრივ, ეს მემორიალი და მუზეუმი ერთად სულ სხვა ეროვნულ მნიშვნელობას და დატვირთვას მიიღებს ქვეყნისთვის.

ძალიან საინტერესოა საზოგადოების აზრი ამ კონცეფციის შესახებ, საქალაქო პროექტების შესახებ ასეთი აზრის გამოკითხვა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა წინასწარ.”

არაჩვეულებრივი იდეა ვაკის პარკთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ვაკის პარკთან დაკავშირებით