19 ივნისი, 2019

ანრო ცირეკიძე – “ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნე ცოცხალი ლეგენდა

ანრო ცირეკიძე - "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე ცოცხალი ლეგენდაანრო ცირეკიძე “ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნე ცოცხალი ლეგენდაა. მან 75 წლის ასაკში მეექვსედ გაიმარჯვა “ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნეთა კონკურსში.

გიგა მაღლაფერიძე:

“ეს ქალბატონი ალბათ ბევრს არ გეცნოთ… ანრო ცირეკიძე. ოკრიბის მკვიდრი. 75 წლის ასაკში მეექვსედ გაიმარჯვა “ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნეთა კონკურსში.

1669 სტროფი, ანუ მთლიანი პოემა 22 წლისამ ექვს თვეში ისწავლა. ზეპირად გადმოცემას ტვ რიონის ეთერში 6 საათი, 12 წუთი და 13 წამი დასჭირდა.

ამ საღამოს ღონისძიებაზე საოცრებები აკეთა. მაყურებელი დაიწყებდა პირველ სამ სიტყვას, ნებისმიერი თავის ნებისმიერ სტროფიდან და ეს ქალბატონი აგრძელებდა ზეპირად… ცოცხალი ლეგენდა!”