25 ივნისი, 2019

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფალური გამოსვლა ჩიკაგოში

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფალური გამოსვლა ჩიკაგოშიანიტა რაჭველიშვილის მიერ ჩიკაგოში შესრულებულმა ამნერისის პარტიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

chicagoclassicalreview.com-მა ქართველი მეცო სოპრანოს ნამღერი ასე შეაფასა:

“საღამო, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მოიპარა ანიტა რაჭველიშვილმა, რომელმაც ქოფაკი ამნერისის როლი როკ-ვარსკვლავისებრი პერფორმანსით შეასრულა. მბრძანებლური დგომით, მუქი თვალ-წარბით და გრძელი, შავი თმით, ტანმაღალი ქართველი მეცო-სოპრანო თითოეულ ნოტს საკმვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობით მღეროდა.

ძალიან იშვიათია, რომ საღამოს დრამატულ მწვერვალს IV აქტის დასაწყისი წარმოადგეგნდეს, მაგრამ ასე იყო პარასკევს ჩიკაგოში. ქართველმა მეცო-სოპრანომ ამნერისის კულმინაციური, “განსჯის სცენა” მდიდრული, მუქი ბგერით და სტიქიური ინტენსიურობით შეასრულა. მისი რადამესისადმი ცალმხრივი, უპასუხო სიყვარული, აიდას მიმართ ბრაზნარევი ეჭვიანობა და ორივე მათგანზე შურისძიების წყურვილი – ყოველივე ეს მძვინვარე ეგვიპტელი პრინცესის ხასიათის დრამატურგიულ სამკუთხედს ქმნიდა. რაჭველიშვილის სიმღერაში ემოციური სასოწარკვეთა კლინიკურ მასშტაბებს იძენდა და ყოველმხრივ დამატყვევებელი იყო. ასეთ ძველი დროის, ადრეული ეპოქების სტილის,”old school”, სრულიად უკომპრომისო სიმღერას დღესდღეობით მსოფლიოს საოპერო სცენებზე ფაქტიურად ვეღარ შეხვდებით. WOW!”