26 ივნისი, 2019

ანიტა რაჭველიშვილი: “მზად ვარ სიცოცხლეც გავწირო სამშობლოსთვის!”

ანიტა რაჭველიშვილი: "მზად ვარ სიცოცხლეც გავწირო სამშობლოსთვის!"ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში ბრუნდება და საპროტესტო აქციებს უერთდება:

“მეგობრებო, ეს შუბლძარღვგაწყვეტილი მთავრობა აპირებს რომ დაგვაბრალოს პარტიულობა ყველას, ვინც მათ გავაკრიტიკებთ!

მათზე გაგიჟებულ ფანატიკოსებსაც არ ესმით, რომ სამშობლოს სიყვარული აპოლიტიკური და უპარტიოა!

რასაც სჩადიან 20 ივნისის ღამის მერე, არის ნაძირლების უსინდისო პარპაში და პუტინის მონა ბორიას ბრძანებებს ძალიან კარგად ასრულებენ!

ესენი უკან არ დაიხევენ, ამათ ნამუსი არ აქვთ! ტყუილად ველოდებით, რომ სამართალი იზეიმებს თუ რაიმე არ მოვიმოქმედეთ!

მმართველი პარტია სამართალს თვითონ აღასრულებს ისე, როგორც უნდა!

ისტორიას დარჩებით “ქართული ოცნება”, როგორც ყველაზე ამაზრზენი, მოძალადე, რუსების მონა მთავრობა და ამას უკვე ვეღარ შეცვლით!

ომი დაიწყო! ამათ ომის გარეშე ვერ მოვუგებთ!
ყველა უნდა ვიდგეთ პრლამენტთან და, დაე, თვალიც დავკარგო და თუნდაც სიცოცხლე – მე მზად ვარ ამისთვის.

ხვალ საღამოს ვარ პარლამენტთან და მზად ვარ სიცოცხლეც გავწირო სამშობლოსთვის!
რამდენს მოგვკლავთ, დაგვაბრმავებთ და დაგვასახიჩრებთ? ყველას?
ჩვენ სამშობლო გვიყვარს და ვერავინ დაგვაკლებს ვერაფერს!
ეს ომია!

საქართველოსთვის! მომავლისთვის, სადაც მოძალადე და მოსყიდული პოლიტიკოსები აღარ იარსებებენ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებში!
საქართველოსთვის!”