19 ივნისი, 2019

ალექსანდრე ლორთქიფანიძე მწარე სიმართლით

ალექსანდრე ლორთქიფანიძე ყველაზე მწარე სიმართლით“წიგნების თაროს” წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ყველაზე მწარე სიმართლის ცდილობს ქართული საზოგადოების გამოფხიზლებას:

“- ძმა, ძმა, გაიგე, საზღვარი კიდე გადმოუწევიათ რუსებს, სეტკებს ჭიმავენო..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, ჩვენ რას ვუშველით.
– ძმა, ძმა, გაიგე, ქართველი ბიჭი ჩაუცხრილავთ აფხაზეთის საზღვართან, ვიღაცები იკრიბებიან გასაპროტესტებლად..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, ჩვენი პროტესტი ძაან შეაშინებს პუტინს, რას ამბობ..
– ძმა, ძმა, გაიგე, კიდე ვიღაც მუშა გადმოვარდნილა მშენებლობიდან, სამუშაო პირობები არ იყო თურმე დაცული..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, დაეცვა მერე, მე ხო არ დავიცავ მაგის მაგივრად ტო..
– ძმა, ძმა, გაიგე, შახტა აფეთქდაო, ხალხი დაიღუპა, ტიპები გაფიცვას იწყებენ..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, ნუ ჩავიდოდნენ იმ შახტაში..
– ძმა, ძმა, გაიგე, საარსებო მინიმუმი თუ რაღაცა გძეტა 170 ლარიაო, ეხლა გამოაცხადეს..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, საძმო ააგროვებს ყოველთვის, ისე არ დავრჩებით..
– ძმა, ძმა, გაიგე ტო, ლარის კურსი ვაფშე ავარდა, ლამის სამზეა უკვე..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, დოლარებს გავჩითავთ..
– ძმა, ძმა, გაიგე ტო, 30-მდე ქალი მოუკლავთ გასულ წელს ქმრებს და შეყვარებულებს და ეგეთ პონტში, გენდერული ნიშნითო რა..
– აუ, დაიკიდე რა, შჩმ, მიქარეს ეტყობა რამე..
და ა.შ.
– ძმა, ძმა, ვიღაცა ტიპები მოდიან რუსთაველზე, ფერადი მაიკები აცვიათ და ცისარტყელის დროშას აქანავებენ, გეები ვართო რა..
– სადა, ჩემი, მანახე, ბიჭო, ჩემ სამშობლოს ეგ როგორ გაუბედეს ჩემიდედასვფიცავარ, სტვოლი გამიჩითე, გავვარდით ეხლავე!”