8 მაისი, 2019

ზურა გოშაძე: “რა ცოდვა მაწევს ასეთი”

ზურა გოშაძე: "რა ცოდვა მაწევს ასეთი"პოეტი ზურა გოშაძე იმ თავის უმთავრეს ტკივილზე საუბრობს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

“რა ცოდვა მაწევს ასეთი,
რომ ამ ქალაქში გაზრდილი
დავდივარ, ვერ მიპოვნია
თბილისში ჩემი ადგილი.

დარდს დავატარებ ლოდივით,
ტანჯვა ყოფილა ნამდვილი, –
დღეს ჩემს ქალაქში ვერ ვნახე
ერთი საჩემო ადგილი.

საფიცარი მაქვს მთაწმინდა
და ქართლის დედის მანდილი…
ბევრს არას ვითხოვ, არ მინდა, –
მხოლოდ პატარა ადგილი.

ნაღდად არაა იოლი,
ნაღდად არაა ადვილი, –
რომ ჩემს სალოცავ თბილისში
არ არის ჩემი ადგილი…”