1 მაისი, 2019

ვლადიმერ მაიაკოვსკის ისტორია, რომელიც აუცილებელია იცოდეთ

ვლადიმერ მაიაკოვსკის ისტორია, რომელიც აუცილებელია იცოდეთრუსი პოეტის ვლადიმერ მაიკოვსკის ცხოვრება დღემდე ბევრისთვის ერთი დიდი ამოუცნობი ისტორიაა.

პოეტი და მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა მაიაკოვსკის შესახებ უმრავლესობისთვის უცნობ ისტორიას აქვეყნებს:

“პოეზიის ყველა მოყვარულმა იცის ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ლილია ბრიკის შლეგი მიჯნურობის ამბავი, რომელიც პოეტის დაღუპვის მერე თვით ბრიკის ხელშეწყობით საოცარ ლეგენდად იქცა. მან ერთგვარად გადაფარა მაიაკოვსკის არანაკლებ ლეგენდარული სიყვარულის ისტორია, რომელიც პარიზელ ემიგრანტ ტატიანა იაკოვლევასთანაა დაკავშირებული. (Я все равно тебя когда-нибудь возьму, одну или вдвоем с Парижем!)

იაკოვლევამ უარჰყო პოპულარული საბჭოთა ავანგარდისტის ტრფობა, არ მოიწონა მისი ლექსები, არ დათანხმდა მასთან ურთიერთობას. პარიზიდან გამომგზავრების წინ მაიაკოვსკიმ იქ ჩატარებული საღამოებისთვის მიღებული მთელი თავისი ჰონორარი ჩაურიცხა ერთ სოლიდურ საყვავილე ფირმას, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად კვირაში სამჯერ იაკოვლევასთვის მდიდრული თაიგული უნდა მიერთმია.

ასე შეიჭრა ამაყი ემიგრანტი ქალის ცხოვრებაში ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომელიც მას საბედისწერო გასროლის მერეც განუწყვეტლივ უგზავნიდა ძვირფას თაიგულებს. ეს გრძელდებოდა ფაშისტური ოკუპაციის წლებშიც, როცა იაკოვლევას საარსებო სახსრები უკვე აღარ ჰქონდა და თავს იმით ირჩენდა, რომ ამ თაიგულებს ჰყიდდა.

პოეტის თანხა, ალბათ, დიდი ხნის ამოწურული იყო, მაგრამ ფირმა პრესტიჟის გამო 1991 წლამდე, ანუ იაკოვლევას გარდაცვალებამდე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

რომელ შეყვარებულს ღირსებია ექვსი ათეული წლის მანძილზე ყოველ კვირაში სამჯერ ყვავილების უფაქიზესი თაიგული? სხვა მაგალითი მე არ შემხვედრია!”