ვაჟა ფშაველა მწერლისთვის აუცილებელ თვისებაზე

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიასმწერლისთვის პატრიოტიზმი ჰაერივით საჭირო რომ არის, ამაზე ვაჟა ფშაველა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში საუბრობდა:

“დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი, თავისი ენის და ერის სიყვარული. როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა „ვეფხისტყაოსანი?“ ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო მონღოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი!

პოეტისათვის ისევე საჭიროა უყვარდეს თავისი ერი და ამ სიყვარულს იმდენივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქმავლისათვის ორთქლსა, როგორც უორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება არ შთაბერა მას.”