თხოვნა ყველა მუსიკალურ ჯგუფს

თხოვნა ყველა მუსიკალურ ჯგუფსყველა მუსიკალურ ჯგუფს განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს რეჟისორი და მხატვარი მაია კიკაბიძე და 9 მაისის თარიღის გათვალისწინებას ურჩევს:

“(ვისაც ეხება იმათ) ვთხოვ ყველა მუსიკალურ ჯგუფს, კაფე-ბარ-რესტორან-კარაოკე და მუსიკალურ გასართობ ობიექტებს – ხვალ ნუ გაიბანძებენ თავს, ნუ შეურაცხყოფენ ქართველ გმირებს, დაღუპულებს ოკუპანტებთან ბრძოლაში და 5, 10, ან 20 ლარზე ნუ დაუკრავენ და იმღერებენ რუსულ შეკვეთებს “დენ პობედის”.

ტექსტი შეიცავს ისეთ არასასიამოვნო სიტყვებს დღევანდელი ოკუპირებული საქართველოსთვის, რომ ძალიან უხერხულია სამშობლოსთან!”