28 მაისი, 2019

თბილისის მეტროში ამღერებული ანიტა რაჭველიშვილი

თბილისის მეტროში ამღერებული ანიტა რაჭველიშვილიმეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თბილისის მეტროში ამღერდა.

ამის მიზეზი ახალგაზრდა მუსიკოსების ფესტივალია, რომელიც 31 მაისს დაიწყება.

ანიტასთვის ნაწყვეტი “კარმენიდან” იმ ახალგაზრდა ნიჭიერმა მუსიკოსებმა დაუკრეს, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობენ, ”სუხიშვილების” მოცეკვავემ თეა დარჩიამ კი ნამღერი ქორეოგრაფიულად გააფორმა.

თეა დარჩია:

“31 მაისს ამ უნიჭიერესი მუსიკოსების ფესტივალი იწყება, კონცეპტART-თან და ფონდ “იავნანასთან” ერთად.

ეს ფანტასტიკური იდეა და მისი განხორციელება ეკუთვნის თეონა ჯორბენაძეს! ვიდეოს ავტორი იულია დავიდენკო.”