20 მაისი, 2019

თამთა გოდუაძის მიმართვა ქართველებს

თამთა გოდუაძის მიმართვა ქართველებსმომღერალ თამთა გოდუაძის მიმართვა იმ ქართველებს ეძღვნებათ, ვინც მას ევროვიზიის ქართული ჟიურის ნაცვლად ბოდიშს უხდის:

“ჩემო კარგებო, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემს გვერდით დადგებოდით!

უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან, და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო, ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ). მე ამასაც კარგად მოვახერხებ… თქვენ არ ინერვიულოთ!

გიყვარდეთ ერთმანეთი!”