14 მაისი, 2019

თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა – “ასე როგორ გამიმეტეთ?”

თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა - "ასე როგორ გამიმეტეთ?"მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის საჯარო მიმართვა ქართველი ხალხისადმი მისი და მისი კოლეგების მიმართ აგრესიას ეხება.

საუბარია 17 მაისს დაგეგმილ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობისგან თამრიკო ჭოხონელიძემ დაპირისპირების შიშის გამო თავი შეიკავა.

ამ თემაზე მომღერალმა ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას ისაუბრა:

“ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასე არ ველოდებოდი. ჩვენ ის ხალხი ვყოფილვართ, რომლებსაც შეგვიძლია აბსოლუტურად ერთ წამში გადავთელოთ ერთმანეთი. რაც გაგვიკეთებია, არაფერი აბსოლუტურად აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი…

ხალხო, რა დაგვემართა? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე? მე ვარ გაოგნებული! როგორც ქალმა, ჩემი პოზიცია მინდა დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი.

ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ან ყველა, ვინც გაგვიმეტეთ. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა, ხალხო? აი, ეს გვანგრევს ჩვენ!”