თამარ მეფის სიტყვა, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

თამარ მეფის სიტყვა, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს თამარ მეფის სიტყვა, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, მისი პირველი სიტყვაა, წარმოთქმული მისი მეფედ კურთხევის დროს:

“წმინდა მამანო, თქვენ ყველაზე მეტად ხართ მოვალენი ღირსეულად, კეთილად და სამართლიანად იღწვოდეთ. ღვთის განჩინებით, თქვენ ხართ ჩვენთვის მოძღვრად მოვლენილნი. თქვენ უნდა პასუხი გასცეთ გამჩენს, თუ რომელიმე ჩვენგანი თქვენის დაუდევრობით სულს წაიწყმენდს. თვალყური ადევნეთ კეთილ საქმეებს, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ ბეჯითად თქვენი სამწყოს ყოველი ნაბიჯი, სიმართლე დაამტკიცეთ, უსამართლობა განდევნეთ, ბოროტმოქმედნი დაუსჯელი არ უნდა დარჩნენ.

იწყეთ მართმსაჯულება პირველად თუნდაც ჩემზედ, თუკი ვარ დამნაშავე, თუ რაიმეში მედება ბრალი. გვირგვინი, რომელიც მე მადგას თავზე, არს ნიშანი მეფობისა და არა ღვთის წინააღმდეგობისა და უსამართლობისა.

ნუ მიხედავთ ნურც გვარს, ნურც მთავართ დიდკაცობას: ყველას სიმართლით მოეპყარით. გლეხსაც და თავადსაც; ვიმოქმედოდ ყველამ ერთად ქვეყნის საერთო კეთილდღეობისთვის: თქვენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, თქვენ დარიგებით, მე აღსრულებინებთ და გაწვრთნით, როგორც წესი და რიგია.

იმოქმედეთ თქვენ, ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე – ვითარცა მეფე. თქვენ ვითარცა მოძღვარნი, ხოლო მე ვითარცა აღმსრულებელი თქვენის დარიგებისა და რომ ყველამ აღასრულოს კანონი. ჩვენ უშიშრად ხელი მივცეთ ერთმანეთს და თვალყური ვადევნოთ სამართლის აღსრულებას!”

1184 წელს 18 წლის თამარ მეფე საქართველოს მმართველი გახდა. მის სახელთან საქართველოს გაძლიერება და წინსვლაა დაკავშირებული, ამიტომაც არის, რომ თამარ მეფეს საქართველოს და არა მარტო საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია.