15 მაისი, 2019

“სრული თანადგომა თამრიკო ჭოხონელიძეს!”

"სრული თანადგომა თამრიკო ჭოხონელიძეს!"მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს, მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა ემღერა საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში, საზოგადოება დაუპირისპირდა და გალანძღა და გააკრიტიკა.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე მომღერალს გამოექომაგა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

“თამრიკო ჭოხონელიძე ვის არ სმენია საქართველოში? რომელ თაობას? ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. დაწყებული საბჭოთა კავშირიდან დღემდე. რამდენი “ქალაქური სიმღერა” ვიცით მისი შესრულებით? ცალკე “იავნანა” რად ღირს? მისი ქალიშვილის მიერ შესრულებული პატრიარქის დაწერილი კირიე ელეისონიც ყველა მორწმუნესათვის სამუდამოდ დაკავშირებულია შობის დღესასწაულთან.

ხოდა დღეს ამ ადამიანს არაქართველობას და ეკლესიის შეურაცხყოფას (როგორც თვითონ უძახიან) ვინ აბრალებს იცით? ჩვეულებრივი ვიღაცეები. არავინები. ვითომ პატრიოტები და სხვა ყაიდის არა-რაობები. ანუ რაობა რო არ გააჩნიათ ისეთი ხალხი. თითი-თითზე რომ არ დაუკარებიათ ცხოვრებაში, აი, ისინი.

და რატომ? იმიტომ, რომ ისე არ მოიქცა, როგორც მათ ესიამოვნებოდათ. მეტი არაფრის გულისთვის. ხოდა ბებიათქვენისა. ეგ ხალხი მაშინვე გაქრება, შუქი რო წავიდეს და ფეისბუქი გაითიშოს, თამრიკო ჭოჭონელიძე კიდე უკვე ჩვენი კულტურის ძალიან დიდი ნაწილია.

სიმართლის თქმა ადვილი არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით, როდესაც აგრესიული უმრავლესობა გიპირისპირდება, მაგრამ ჩვენი იდეალი ალუდა ქეთელაურია და არა ვიღაცა თემი, რომელიც მას სდევნის. სკოლაში ალუდად ყოფნას ვასწავლით და არა იმ იდიოტებად ყოფნად, საკუთრი სიმართლის გამო მზად რომ არიან ადამიანი თემიდან მოჰკვეთონ, თუნდათ იმავე თემის საუკეთესო წარმომადგენელი.

ჩემი სრული თანადგომა თამრიკო ჭოხონელიძეს, მისთვის ამ ალბათ ძალიან არასასიამოვნო მომენტში.”