SOS! – დაშბაშის კანიონი

"დაშ-ბაშის" კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს– SOS! გავუფრთხილდეთ! დაშბაშის კანიონი ბუნების და კულტურული მემკვიდეობის ძეგლია, – აცხადებს არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი:

“SOS! გავუფრთხილდეთ! დაშბაშის კანიონი ბუნების და კულტურული მემკვიდეობის ძეგლია.

დაშბაშის კანიონი ბუნების ძეგლია – გვამცნობს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია. ასეა დღეს და ასე იყო ათეული წლების წინაც. უკანასკნელ ხანს სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც კანიონზე ასაგები ხიდის მაკეტია გამოსახული. ისიც გაჟღერდა, რომ მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და 20 თუ 40 მილიონი დაჯდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ზრუნვა კარგია და მისასალმებელი, მაგრამ:

1. თუ ბუნების ძეგლია და დაცული ტერტორიაა, როგორ მოხდა ასეთ პროექტზე ნებართვის გაცემა.

2. თუ ნებართვა არ არის გაცემული, რატომ დუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. თუ ნებართვა გაცემულია, მაინტერესებს არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საქმის კურსში და აქვს თუ არა გაცემული შესაბამისი ნებართვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციებს ვთხოვ, პასუხს ზემოთ დასმულ კითხვებზე.

ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ბატონი ლევან დავითაშვილის და ბატონი ნიკოლოზ ანთიძის პოზიცია.

ბატონო ლევან , ბატონო ნიკოლოზ იქნებ სიცხადე შეიტანოთ დაშბაშის კანიონის გარშემო არსებულ ბუნდოვან ისტორიაში.”