19 მაისი, 2019

სოფო ტოროშელიძეს ცილს სწამებენ

სოფო ტოროშელიძეს ცილს სწამებენმომღერალ სოფო ტოროშელიძეს ცილს სწამებენ. მას ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრობას აბრალებენ, უბოღმესს უწოდებენ და თამთა გოდუაძისთვის დაბალი ქულის დაწერის გამო აკრიტიკებენ.

სოფო კი აცხადებს, რომ ჟიურის წევრი თავიდან იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრობაზე უარი თქვა:

“გაეშვით ჩემი სახელის და გვარის მოხსენიებას ნებისმიერ კომენტარში თუ სტატუსში! ეს განცხადება და სტატია გამოქვეყნდა 30 აპრილს, რომლის შემდეგაც გარკვეული მიზეზების გამო უარი ვთქვი ევროვიზიის ჟიურის წევრობაზე.

დღეს არის 19 მაისი! იცით ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი და ხმა არ მოვიღე როდესაც ცილისწამება მიდიოდა და ბულინგი ჩემი მიმართულებით, აღარ მინდა სახელები და გვარები ამოვატივტივო და რეალური მიზეზები და პერსონები დავასახელო ვისი გადაწყვეტილებითაც დატოვეს პროექტები სხვადასხვა ადმიანებმა! რატომღაც სხვებს შეგვეწმინდა ხელები მაშინაც!

ახლა ევროვიზიას რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ თამთაც ძალიან კარგი მეგობარია ჩემი, ოთოც და მარიკო ლეჟავა ხომ არის და არის ჩემი უძვირფასესი ადამიანი და მეგობარი! და თუ საჭიროა, სამივეს დავიცავ ისე როგორც საჭიროა! მაგრამ რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ არ გავკარებივარ, უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!”