20 მაისი, 2019

სოლომონ დოდაშვილი: “სულიერად ქართველებს ღრმად სძინავთ!”

სოლომონ დოდაშვილი: "სულიერად ქართველებს ღრმად სძინავთ!"ამ სიტყვებს ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი იოანე ხელაშვილს ორი საუკუნის წინ სწერდა:

“გუშინ „ჟამსა განთიადისასა“ თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ „გაღვიძება ესე“ მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ გამოაღვიძებს.”

1827 წლის ივლისში საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ კი სოლომონ დოდაშვილს ასეთი წერილი დააწერინა:

“ვერცა ერთსა ვიხილავ თანამემამულეთაგან, რათა ეძიებდეს სარგებლობასა მამულისასა, მხოლოდ თავის თავის გამოზრდას ცდილობენ დღიურად… არ არის მათსა სულსა შინა ჭეშმარიდება, არამედ დანერგილ არს ყოველი ვნება…

არ არს სიყვარული სწავლისა და სწავლულთა, არამედ ყოველი სიძულვილი და მტერობა… არა მოყვარენი არიან შრომის, უკანონოდა და უწესოდ და ფრიად შერევნილად მდგომარეობენ… რაი ვყო მუნ, სადაცა ვერ მომიძიებია არა რაი ღონე და საშუალება.”