სიმართლე დავით გარეჯზე

აი, საიდან იღებს სათავეს დავით გარეჯის თემადავით გარეჯზე თიოთეული ინფორმაცია ქართული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესია.

ჟურნალისტი მამუკა ნაცვალაძე დავით გარეჯთან დაკავშირებით ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

“დავით გარეჯის პრობლემა ცალსახად ადასტურებს, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღევანდლამდე საქართველოს ყველა დროისა და ფორმაციის ხელისუფლება (ზვიადის ხელისუფლების გარდა) კორუმპირებულია.

ის ჩვენთვის საინტერესო და ფასეული 500 მეტრი, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში დიდი სტალინისა და დიდი სირგოს (ისე საქართველოსთვის სტალინიც არანაკლებ სირგო იყო… ნამეტნავად მოწადინების წყალობით მოექცა, აზერბაიჯანს უნდა დაეთმო მისთვის ფასეული ქართული ტერიტორიების (საძოვრების) სანაცვლოდ.

ეს ჯუმბერ პატიაშვილისაგან ვიცი, ჯერ კიდევ ედუარდ დიდის ანგელოზობის პერიოდიდან მოყოლებული დღის წესრიგში იდგა გარეჯის პრობლემის მოგვარება, თუმცა რატომ არ გადაწყდა, ამაზე პასუხი არავის გაუცია…

არადა, საეჭვო გარიგების შედეგი მგონია ის ფაქტი, რომ ხვავრიელად, სოკოებივით ჩნდება თბილისში აზერბაიჯანელთა მემორიალური მუზეუმები, საქართველოსთვის ნაკლებადფასეული აზერბაიჯანელთა სახელობის ქუჩები, თუ სანაპიროები. (აშკარაა ქართველმა ფუნქციონერებმა მაგრად წველეს აზერები).

ამ ფონზე ედუარდ ანგელოზისა და ღრუბელ-ღრუბელ მომფრინავი სურენ ტვინგაჩხაპნილის მთავრობას ნამეტნავად უჭირთ ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება რომელიმე, თუნდაც უმნიშვნელო ქუჩისთვის.

ეჭვს იწვევს ისიც, რომ აზერბაიჯანელთაგან რატომღაც არავის ახსენდება, რომ ბაქოში მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა ქართული გიმნაზია, სადაც ერთ კლასში სწავლობდნენ სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე… ეს ფაქტი ალბათ ღირსია, იმ შენობას, სადაც ბაქოს ქართული გიმნაზია იყო განთავსებული, მოკრძალებული მემორიალური დაფა მაინც ამშვენებდეს…

P.S. ისე, მეგობრობაც და სტრატეგიული პარტნიორობაც მე ორმხრივი ვიცი, თანაც კრუგლასუტოჩნი…”