3 მაისი, 2019

შურისძიება მწერლებზე

შურისძიება მწერლებზეპოეტმა რატი ამაღლობელმა მწერლებზე შურისძიება უწოდა წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას:

“უქმდება, უფრო სწრად უკვე გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული საერთაშორისო მასშტაბის მართლაც ეროვნული პროექტი, ისე რომ ამ სფეროს არცერთ წარმომადგენელთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა.

ეს, სავარაუდოდ, მწერლებზე შურისძიებაა ზვიად რატიანის საქმის გამო და არა მარტო, შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან. ვნახოთ, როგორი იქნება მწერლების პასუხი, მათაც იციან “შურისძიება” ოღონდ წიგნებით, რომლებიც, როგორც წესი, მინისტრებზე დიდხნს ძლებენ და თავს მათ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს აკითხებენ გაუნელებელი ინტერესით.”

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

“ეს რა არის? მწერლებზე შურისძიება?

ჯერ მხოლოდ კითხვას ვსვამ – “სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება.”