5 მაისი, 2019

სახალხო მთქმელი გაბრიელ გარაშვილი გარდაიცვალა

სახალხო მთქმელი გაბრიელ გარაშვილი გარდაიცვალასახალხო მთქმელი გაბრიელ გარაშვილი გარდაიცვალა. იგი ხალხური პოეზიის საღამოების “ლექსო არ დაიკარგები” ხშირი მონაწილე იყო.

ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში მცხოვრები პაპა გაბრიელი საუკუნის ავტორ-მთქმელად დაახელეს.

”მშვიდობით, სოფლის გორაო…
ბინდდება…
მენაც მივდივარ…
ვიცი, რო არ გემეტები,
აქ სათეველად გინდივარ…
ეჰ, წავალ, ღამეს გავყვები,
რადგან მენაცა ბინდი ვარ.”

სამწუხარო ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა ძალიან მაგარი ქართველი. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი. სახალხო მთქმელი გაბრიელ გარაშვილი.

ბედნიერი ვარ, რომ მასთან მრავალი საათი მაქვს გატარებული და ამ გენიალური კაცის ლექსისა და სიმღერის მრავალი ნიმუში მაქვს მოსმენილი.

მსუბუქი იყოს საყვარელი სამშობლოს მიწა პაპა გაბრიელ.”