28 მაისი, 2019

საესტრადო ანსამბლ “იმედის“ 4 წლის სოლისტის ელენეს წარმატება

საესტრადო ანსამბლ "იმედის“ 4 წლის სოლისტის ელენეს წარმატებაელენე გვილავა-ჰარტმანმა საესტრადო ვოკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედი”-ს მოსამზადებელ უმცროსი კატეგორიის ჯგუფში 3 წლის ასაკიდან დაიწყო მეცადინეობა.

მოკრძალებულმა, მაგრამ ყურადღებიანმა და შრომისმოყვარე გოგონამ მალე მიიქცია ყველას ყურადღება. ქართული სიმღერების შესწავლას მამიკოსთან ერთად ნასწავლი გერმანული საბავშვო სიმღერები ენაცვლებოდა. ელენემ თავის პედაგოგთან ერთად მალე კარგ შედეგს მიაღწია, ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში ზაფხულში ბათუმის საერთასორისო ფესტივალზე “ოქროს არგო” და ქობულეთის საერთაშორისო ფესტივალზე “ნარინჯისფერი ქობულეთი” პირველ სერიოზულ გამარჯვებას მიაღწია თავის მეგობართან ანამარია ეხვაიასთან ერთად დუეტში და სოლო ნომრით. მან უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში “ცეროდენა” პირველი ადგილი დაიკავა.

ელენესთან სისტემატური მუშაობა გრძელდებოდა, მდიდრდებოდა რეპერტუარი, რასაც მოჰყვა კონცერტები თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში, მცხეთაში, ყვარელში და მოწვევა სომხეთიდან ფესტივალ–კონკურსზე “MINORA-2019”, რომელიც ჩატარდა სომხეთის ულამაზეს ისტორიულ წმინდა ქალაქ ეჩმიაძინში. მეხუთე საიუბილეო ბავშვთა და ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალ-კონკურსზე “MINORA-2019” (პროდიუსერი გოჰარ მირაკიანი, დირექტორი: როლანდ რეი) მონაწილეობდნენ მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ჟანრის ქორეოგრაფიული კოლექტივები, ვოკალური ანსამბლები და სოლისტები.

საქართველოს სახელით უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის წინაშე წარსდგა ქ. თბილისის საესტრადო ვოკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედის” საქართველო-გერმანიის მოქალაქე 4 წლის ელენე გვილავა-ჰარტმანი, რომელმაც შეასრულა კომპოზიტორ ნიკოლოზ თითირაშვილის ორი საპრემიერო საბავშვო სიმღერა: “ყველა ბედნიერია“ (ტექსტი მარიამ სიფრაშვილის) და “სიზმარი“ (ტექსტი ალეკო ცინცაძის). ორივე სიმღერის არანჟირების ავტორია ამერიკაში მოღვაწე ნიჭიერი მუსიკოსი ჯონდო თითირაშვილი.

აღსანიშნავია, რომ “სიზმარის” შესრულების დროს ტექსტის შინაარსის გადმოცემას ხელს უწყობდა ეკრანზე ასახული ვიდეო-მულტფილმების კოლაჟი, რომელზეც იმუშავა ჯანო თითირაშვილმა. მსმენელი მოიხიბლა ელენეს ვოკალური, პლასტიკური და არტისტული მონაცემებით. ისინი ოვაციებით შეხვდნენ ორივე სიმღერას, რასაც ბევრი საქებარი სიტყვა და დამსახურებული პირველი ადგილი მოჰყვა. 4 წლის ელენე გვილავა-ჰარტმანი დააჯილდოვეს პირველი საპრიზო ადგილის მედლით, დიპლომით და თასით. უმცროს კატეგორიაში გამარჯვებული საავტორო სიმღერა “ყველა ბედნიერია“ განმეორებით იქნა შესრულებული ელენეს მიერ.

ფესტივალ “MINORA”-ს გამარჯვებული სხვა დასხვა ჟანრის ქორეოგრაფიული კოლექტივების, ვოკალური ანსამბლებისა და სოლისტების საუკეთესო ნომრები გადაღებულ და გაშუქებულ იქნა სომხეთის ტელევიზიით.
ეჩმიაძინის და ერევანის ღირსშესანიშნაობებთან ერთად ლამაზ მოგონებად დარჩება პატარა სოლისტის პირველი წარმატებული ფესტივალ-კონკურსი საქართველოს ფარგლებს გარეთ.

შთამბეჭდავი იყო, როგორ მიულოცეს 4 წლის ელენეს დიდი წარმატება სომხეთის და საქართველოს მესაზღვრეებმაც.

წინ საინტერესო გეგმებია. შემოქმედებითი წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ პატრა ელენეს თავის სამშობლოს სახელის სადიდებლად.

 

გრძელდება სისტემატური დაუღალავი შორომა საესტრადო ვოკალურ- ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედის” სტუდიაში, სადაც მოსამზადებელ ჯგუფში პატარებს იღებენ 3 წლის ასაკიდან.

სკოლა დავითიანნი

იწერება ახალი სიმღერები კომპოზიტორ ნიკოლოზ თითირაშვილის მიერ, გაორკესტრების ავტორია ამერიკაში მოღვაწე ნიჭიერი მუსიკოსი ჯონდო თითირაშვილი. იდგმება ანტურაჟები, ქართული, სამეჯლისო თუ სახასიათო ცეკვები ჯანო თითირაშვილის მიერ. ხშირია კონცრტები თბილისის პრესტიჟული თეატრების სცენებზე, სადაც პატარები დახვეწილი ნომრებით ახარებენ მსმენელს ყოველთვის ცოცხალი შესრულებით.

ანსამბლი იმედი

“იმედის“ შექმნამდე ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, თინეიჯერი მუსიკოსი ნიკოლოზ (ჯანო) თითირაშვილი აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა საესტრადო ორკესტრებში და ანსამბლებში “კვანტი“, “ლალე“, “რერო“, “უნივერსიტეტის სიმფონ-ჯაზი“. პროფესიული მუსიკალური განათლების მიღებასთან ერთედ ოცი წლის ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსს გამოუცხადეს ნდობა და პროფტეგანათლების სახელმწიფო კომიტეტის სტუდენტური სიმფონ–ჯაზური ორკესტრის შექმნა და დირიჟორობა დაავალეს.

ორკესტრი

დაიწყო ძიების, ნაყოფიერი შემოქმედების ეტაპი, რაც წარმატებული კონცერტებით სრულდებოდა, პარალელურად შექმნა ბავშვთა და სტუდენტური საესტრადო ანსამბლები “მერცხალი“ და “ედელვაისი“. მან შექმნა ერთ-ერთი პირველი გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ჯაზური რეპერტუარით და იყო ერთადერთი გოგონათა ორკესტრი ჯაზური მუსიკის ფესტივალზე, რამაც ყველას ყურადღება მიიქცია. სისტემატურ შრომას მოსდევდა აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა.

ორკესტრი

“იმედი“ კი დაერქვა 1985 წელს. დაუღალავად შრომობდნენ, ორკესტრანტებიც და ვოკალისტებიც, კეთდებოდა ახალი რეპერტუარი და წელიწადში 2-ჯერ სახელმწიფო ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართებოდა სოლო კონცერტები, რაც გადაიცემოდა ტელევიზიით.

“იმედი“ ომის დროსაც კი არ გაჩერებულა. მან “დროს გაუძლო“ – ასე აცხადებდნენ ტელეწამყვანები. პატრიოტული სიმღერების შესრულებას მსმენელის ემოციები ფარავდა – იყო დროშები, სანთლები, ერთად ამღერებული დარბაზი.

ყოველი კონცერტის შემდეგ იწერებოდა საქებარი სტატიები სახელწოდებით “იმედის“ იმედიანი გზები. მას შემდეგ მრავალი თაობა გაიზარდა. “იმედელებმა” თინეიჯერულ და საბავშვო რეპერტუარში ერთ-ერთმა პირველებმა დაამკვიდრეს სიმღერების ფონზე ანტურაჟი, ქორეოგრაფიული სურათები, გაამდიდრეს შოუს ელემენტებით.

ანსამბლი იმედი

 

“იმედმა“ გაზარდა მრავალი თაობა, ახლა უკვე სახელოვანი პროფესიონალი მუსიკოსები, მელომანები. ისინი აღნიშნავენ, რომ ანსამბლში გატარებული წლები და სასცენო მოღვაწეობა ულამაზეს მოგონებად დარჩებათ.

ანსამბლ იმედის ბავშვები

“იმედის“ წევრები მონაწილეობენ სატელევიზიო გადაცემებში, კონცერტებით სტუმრობენ მრავალ ქალაქს, ღებულობენ მონაწილეობას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში.

ანსამბლი იმედი

მათ წარმატებებს აშუქებს მედია, საინფორმაციო გადაცემები და ტელევიზიები პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, ალანია, ერთსულოვნება, მზერა, აჭარა, თრიალეთი, თელავი, ქუთაისი და სხვა ცენტრალური თუ რეგიონალური ტელევიზიები. გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები.

ემოციური არის 19 წლის მოთხილამურის ნოდარ ქუმარიტაშვილის კანადის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგედიის გამო დაწერილი სიმღერის მიხედვით გადაღებული სიუჟეტური კლიპი, “MEMORY” (ხსოვნა), რომელსაც ასრულებს მარიამ კაპანაძე. კომპოზიტორი ნიკოლოზ თითირაშვილი, არანჟირება – ჯონდო თითირაშვილი, ლექსი – სოსო ლაგვილავა.

ანსამბლი იმედი

განსაკუთრებით სიამაყით გვახარებენ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებით სხვადასხვა ქვეყნებიდან მაკედონია, სერბეთი, ბულგარეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, უკრაინა, თურქეთი, გერმანია, ესპანეთი, ისრაელი, პოლონეთი და სხვა მრავალი.

ანსამბლი იმედი

შთამბეჭდავი იყო ერთთვიანი ტურნე ყირიმის ნახევარკუნძულზე ბავშვთა ქალაქ “არტეკში”, რომლის საგზურებიც უსასყიდლოდ გადაეცათ ანსამბლის 20 წლის იუბილესადმი ფილარმონიაში გამართული წარმატებული კონცერტის შემდეგ. “არტეკში“ მსოფლიოს 50 ქვეყნის ბავშვთან ერთად საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდა საესტრადო ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი“. ხელმძღვანელები ნიკოლოზ თითირაშვილი, მარიამ სიფრაშვილი.

სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ “იმედი“ უამრავ საქველმოქმედო ცონცერტს მართავს საქართველოს ყველა რეგიონში მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ, ინკლუზიურ, უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლებში სხვადასხვა ქალაქებში თელავი, კოჯორი, ვაზისუბანი, წინანდალი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ველისციხე, მცხეთა, გორი, ხაშური, რუსთავი, ქუთაისი, ურეკი, ბათუმი, ჭიათურა, ბოლნისი, მესტია, თბილისი.

ანსამბლი იმედი

24 მაისს თბილისის მერიის და საპატრიარქოს, დედა თამარის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი “იმედის” სოლო კონცერტი ინკლუზიურ და უნარშეზღუდულ ბავშვთათვის. გაოცება გამოიწვია ასეთი კატეგორიის ბავშვის ბაგრატ შარიას გამოჩენამ სცენაზე, რომელმაც თავის თანატოლებთან ერთად შეძლებისდაგვარად შეასრულა სიმღერა და აიხდინა სანუკვარი ოცნება, რასაც დიდი ემოციები და მადლობები მოჰყვა.

ნინი ნემსაძე

კონცერტში ერთმანეთს ენაცვებოდნენ უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლები ნინი ნემსაძე, ქეთი ანდრიაშვილი, მარიამ მაისურაძე, ელენე გვილავა-ჰარტმანი, ანამარია ეხვაია, ნატალი მაჭარაშვილი, ნიკა და სალომე თითირაშვილები, თეკლა ფაშალიშვილი, თეკლა კაპანაძე, ლიზი ყეინაშვილი, გაბრიელ ჩილინდრიშვილი, ნია ჯანანაშვილი, ლუიზა ტონოიანი.

ანსამბლი იმედი

მადლობა თბილისის მერიას და საპატრიარქოს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც კეთილი საქმეების კეთების სურვილის შანსი ჰქვია.

“იმედი” კვლავ აგრძელებს პატარების მიღებას 3 წლის ასაკიდან ვოკალურ და ქორეოგრაფიულ განყოფილებებზე.

მისამრთი: მუხიანი, II მ/რ, N 35 კერძო სკოლა “შ.პ.ს დავითიანნი“
თემქა, ზღვის უბანი 3 მ/რ 2 კვ. N 25
ტელ: 577 71 31 12; 599 14 74 01 ნიკოლოზი
555 75 99 55; 595 42 45 75 ბელა

ანსამბლი იმედი