3 მაისი, 2019

რამ გააჩინა ხანძარი მარჯანიშვილის თეატრში?

რამ გააჩინა ხანძარი მარჯანიშვილის თეატრში? მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის მსვლელობის დროს ხანძარი გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით, თეატრმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

“სპექტაკლის მსვლელობის დროს მოხდა მოკლე ჩართვა დამატებით სოფიტზე. კაბელს გაუჩნდა ცეცხლი. ცეცხლი გაჩენისთანავე ჩავაქრეთ.

სპექტაკლი დროებით შეჩერდა და გაგრძელდა პრობლემის აღმოფხვრისთანავე. მეორე მოქმედება და მთლიანად სპექტაკლი მალე დასრულდება.”