1 მაისი, 2019

რა ხდება ეროვნული ბანკის უძვირფასეს შენობაში?

ეროვნული ბანკის უნიკალური შენობიდან მოხატულობა ჩამოფხიკესრა ხდება ეროვნული ბანკის უძვირფასესი შენობაში? – ამ კითხვას რეჟისორი მაია კიკაბიძე სვამს:

“საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა 1910-15 წლებში საცავში ორ სართულად იყო განლაგებული 844 ცალი ცეცხლგამძლე ყუთი, რომლებსაც კერძო პირები ძვირფასეულობის შესანახად ქირაობდნენ. ყუთები ცნობილმა გერმანულმა ფირმამ “არნჰეიმმა” დაამზადა და დაამონტაჟა.

შენობის მარგალიტი მეორე სართულზე განთავსებული ვრცელი და მდიდრული დარბაზია: მოოქროვილი და მოჩუქურთმებული სვეტებით, დიდი ჭაღებითა და მოხატული ჭერით. ეს ისეთი დარბაზია, რომელშიც მდიდრული წვეულებები უნდა გამართულიყო ორკესტრით, ვალსით, შამპანურითა და ულამაზესი ბანოვანების უდარდელი კისკისით, მაგრამ არაფერი მსგავსი აქ არასდროს მომხდარა.

სად გადავიდა ეროვნული ბანკი და იუსტიციის სახლში და ამ უძვირფასეს და უნიკალურ შენობაში რა ხდება და რატომ ხდება კაცმა არ იცის (საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა გადასულიყო 2 წლის წინ, ევრო რემონტი ჩაატარეს ბანკში, მთელი ფული და რაც იყო, გადაიტანეს უნიკალური და გამძლე საცავებიდან რატომ? რატომ?

ალბათ ესეც იყიდა ვინმემ, საგარეო საქმეთა ისე გადმოვა აქ, როგორც ვირი გაფრინდება მთვარეზე და რომც გადმოვიდეს რატომ? სხვა შენობა არ ეკადრება? ჯანდაბა!”