“რა აზრი დევს ცნობილ რუსთველურ ანდერძში?”

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში პირველია– რა აზრი დევს ცნობილ რუსთველურ ანდერძში? – კითხულობს გია მურღულია და ამ კითხვას პასუხაც თავად სცემს:

“რა აზრი დევს ცნობილ რუსთველურ ანდერძში?

ავთანდილს ერთი უცნაური ამოცანა და განზრახვა აქვს:

როსტევანს უნდა დაუსაბუთოს და დაუმტკიცოს, რომ კარგს იზამს, თუ მიატოვებს სამშობლოს, მეფე თინათინს, აღმზრდელ როსტევანს, თავის ყველა მოვალეობას და გაურკვეველი ვადითა თუ წარმატების ბუნდოვანი პერსპექტივით გაემგზავრება უცხო ადამიანის დასახმარებლად.

სასწორის ერთ პინაზე მთელი წინარე ცხოვრება დევს, მეორეზე – ერთი კაცის დახმარება.
ავთანდილი ამბობს, რომ მთავარი ადამიანია – ის სივრცე, რომელშიც არ ზრუნავენ ერთი პერსონის ბედნიერებაზე, არ შეიძლება ჰარმონიული იყოს.

ამ იდეას ეფუძნება ნამდვილი ქრისტიანობაც, დასავლური ცივილიზაციაც და თანამედროვე დემოკრატიაც.

“ყველა” შედგება “ერთისგან”.

თუ ეს ცოდნა ცხოვრებად არ იქცა (“არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა”) ადამიანი სამყაროს წესრიგსა და ჰარმონიაში ვერ ჩაერთვება (“მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”).

სანამ ავთანდილები არსებობენ (ცხოვრობენ!), ადამიანებს გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ.
ბოლოს ერთიც ვთქვათ.

ავთანდილი მხოლოდ როსტევანს კი არა, საუკუნეებსა და ჩვენც გვეუბნება:

“შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ (შენ თუ ვერ დაგარწმუნე, გაუნათლებელ ადამიანებს როგორ დავაჯერებო).”.