17 მაისი, 2019

ყველაზე ზუსტი სიმართლე საქართველოზე

საქართველოზე ყველას თავისებური სიმართლე აქვს, თუმცა მწერალ გურამ ქართველიშვილის სიმართლე, მაინც ყველაზე ზუსტია:

,,ეკლესიები ააშენ-აღადგინეს და ყულაბებად გაიხადეს, სახელმწიფო სამსახური ,,მაყუთის”, საკეთებელ კანტორებად აქციეს, ტყუილი და ღალატი ახარეს, შვილებს პირუტყვის დონის განათლება შეაჩეჩეს, სიაფანდები, მევახშეები და თაღლითები მთავრობაში აირჩიეს, ნიჭიერებს და სუფთებს შიმშილით სული ამოხადეს, ხელოვნების ,,კახპები”, ხატად დაასვენეს მიწის ხვნას თავი ანებეს და მოსისხლე მტრებზე გაყიდეს, ქვეყნიდან დამაჯერებლად გაიქცნენ, ხოლო დარჩენილებმა სამოთხე-სამშობლოში ნიგერიელების, ჩინელების, ირანელების და არაბ–თურქების ჩამოსახლება დაიწყეს.

ახალგაზრდობა გეი-ნარკო კლუბებში შერეკეს და ამაში დიდი მაყუთები მოხსნეს, უმწიფარი ქალიშვილები კახპობაში დაახელოვნეს და შემოსახლებულებს ლოგინში შეუგორეს, საჯიშე ვაჟები გაანარკომანეს, ცალი პირით სამშობლოს და წინაპრების სადღეგრძელოები სვეს, ხოლო მეორეთი მათი საქმეები აბუჩად აიგდეს, დიდი წინამორბედები შვილებს დაავიწყეს და მათი სახეები პრეზერვატივებზე მიუხატეს, ქვეყნის ღალატში ერთმანეთს გაეჯიბრენ და ყველა მტრის ჰონორარები შეირგეს, მომაკვდავ სამშობლოს არ გამოესარჩლნენ და ენა მუცელში ჩაიგდეს, ეროვნულობა შემოსავლის წყაროდ აქციეს და ნამდვილად ეროვნულები დახოცეს.

სამშობლო ჭამეს, სვეს, სუფრებზე ნაირნაირ კერძებად ჩამოატარეს და როცა საბოლოოდ დაიმხეს თავზე დავიწყებულ წინაპართა ნამემკვიდრალი – აწუწუნდნენ…

ახლაღა გაახსენდათ პრეზერვატივზე მიხატული ამაგდარები და აღმოაჩინეს, რომ მათი აღარაფერი შერჩენოდათ… ხიდისგან, რომელიც ნამდვილ საქართველოსთან აკავშირებდათ ნატამალიც არ იყო დარჩენილი რადგან, მისი ქვებისგან სახლები ჰქონდათ აშენებული და ოჯახებიანა შიგნი ცხოვრობდნენ…

პ.ს. ვაი იმას, ვისაც იქეთურ საქართველოში არ მიიღებენ, რომელიც ნამდვილად არსებობს თითზე ჩამოსათვლელ აქეთურების სულებში…”