10 მაისი, 2019

ქართული კულტურის პრეზენტაცია Warner Bros. Entertainment-ისთვის

ქართული კულტურის პრეზენტაცია Warner Bros. Entertainment-ისთვისქართული კულტურის, კინოს და ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია Warner Bros. Entertainment-ისთვის ამერიკაში გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ავრცელებს:

“8 და 9 ივნისს ქართული კინოს, კულტურისა და ღვინის მასშტაბურად წარმოჩენის ძალზედ დიდი შესაძლებლობა გვექნება Warner Bros. Entertainment-ის კინოსტუდიაში, სადაც ჩვენი ახალი კომპანია –

www.SakartveloFilm.com – ამერიკის პროდიუსერთა გილდიის მიერ ორგანიზებულ უმაღლესი დონის პროდიუსერთა კონფერენციაში მონაწილეობს.

დიდი ხანი გვქონდა მოლაპარაკებები და დღეს ძალზედ მოხარული ვარ, რომ ქართული კომპანიის ბორჯღალიანი ლოგო კინოინდუსტრიის ამ უდიდესი კომპანიების გვერდით არის განთავსებული. “გაბედეთ ოცნება და არასოდეს დანებდეთ!” – ჩემი უდიდესი მადლიერება ჩვენს პარტიორებს.

ჩემი 10-წლიანი დაუღალავი ბრძოლის, სწავლის, ურთულესი ცხოვრების გაძლების შედეგად ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდით ნამდვილ მსოფლიო კინოინდუსტრიას და ქართულ კინო წარმოებას უმაღლეს დონეზე გადავიყვანთ.

დიდად მადლობელი ვარ თითოეული პიროვნების მიმართ, ვინც ამ ხნის მანძილზე თავისი მხარდაჭერა გამოხატა ჩემი და ჩვენი ეროვნული საქმის მიმართ. ყველა მახსოვს და ათმაგად დაგიბრუნებთ თქვენს ამაგს.

“დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!” – დიდი პატივისცემით, ნიკოლოზ ხომასურიძე.”