16 მაისი, 2019

“ფიროსმანია ყველაზე დიდი დევნილი უმცირესობა!”

მოგისმენიათ ფიროსმანის სადღეგრძელო?!– ფიროსმანია ყველაზე დიდი დევნილი უმცირესობა! – აცხადებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია და 17 მაისის თემას ეხმაურება:

“17 მაისი სალაპარაკო გახდა ხალხში. უზნეობა მგონია ქართველებს ვინმემ დააბრალოს უმცირესობების შევიწროვება.

ამ ქვეყანაში თუ რომელიმე უმცირესობა იყო შევიწროვებული მუდამ, ეს იყო ნიჭიერთა უმცირესობა. ნიჭიერებს დევნიდნენ და დევნიან, და არა ადამიანებს სქესობრივი ნიშნით.

ჩემთვის ფიროსმანია ყველაზე დიდი დევნილი უმცირესობა, რომელიც შეავიწროვეს, და არა ისინი, ვისაც უნდა წამებულის როლი ითამაშოს, თუმცა არავის არ ინტერესებს მათი პირადი ცხოვრება…

და თუკი უმცირესობის დაცვა გინდათ, ნიჭიერები დაიცავით ჯერ, დანარჩენები თვითონ მიხედავენ თავს…

და მაინც ორი სიტყვით 17 მაისზე…
გაუმარჯოს კაცს, რომელიც ყვავილებით ხელში ქალთან ღამე აივნის ქვეშ დგას.
გაუმარჯოს ქალს, რომელსაც უხარია მაგარი ბიჭის ყურადღება და იპრანჭება.
გაუმარჯოს ოჯახს და პატარა ბავშვებს, რომლებიც მშობლებს ეძახიან “დე. მა”.
გაუმარჯოს ყველა ქალს, რომელიც კაცებს გვყვარებია და დიდი მადლობა თქვენ, რომ არსებობთ.
გაუმარჯოს ყველაზე ბედნიერ წამს, როდესაც კაცი და ქალი ერთმანეთს ეტყვიან მიყვარხარ.”