15 მაისი, 2019

ოთო ნემსაძის კომენტარი “ევროვიზიიდან” გავარდნის შემდეგ

ოთო ნემსაძის გამოსვლა "ევროვიზიის" გახსნაზე“ევროვიზიიდან” გავარდნის შემდეგ, ოთო ნემსაძემ თავისი გულშემატკივრებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა:

“მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოგიხადოთ, იმიტომ რომ ოთო ნემსაძემ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ვთვლი, რომ ალბათ ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს მარათონი…

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას. ვიცი, რომ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით.

და დავამატებ ერთს – თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა. დიდი მადლობა თქვენ ყველას! ყოველთვის თქვენი ოთარა!”