15 მაისი, 2019

ოთო ნემსაძე “ევროვიზიას” გამოეთიშა

მომღერალი ოთო ნემსაძე ”ევროვიზია 2019”-ს გამოეთიშა. საქართველო ევროფესტივალზე პირველ ნახევარფინალში მე-11 ნომრად წარსდგა რომა გიორგაძის სიმღერით “სულ წინ იარე!”

პირველ ნახევარფინალში 17 ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, კვიპროსი, მონტენეგრო, ფინეთი, პოლონეთი, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, სერბეთი, ბელორუსი, ბელგია, ავსტრალია, ისლანდია, ესტონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სან მარინო. კვიპროსს თამთა გოდუაძე წარადგენდა, რომელიც პირველ ნომრად გამოვიდა.

17-ვე ქვეყნის კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემა დაიწყო და ნახევარფინალისტებიდან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ბელორუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო, სლოვენია.